გიორგი გველესიანი პერსეპოლისის ისტორიაში შევიდა
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
33 წლის ქართველი მცველი გიორგი გველესიანი ირანული გუნდის "პერსეპოლისის" ისტორიაში კიდევ ერთი შესანიშნავი შედეგით შევიდა.
ქართველი ფეხბურთელი გუნდში საუკეთესო უცხოელი ბომბარდირია, მას "პერსეპოლისში" უკვე 17 გოლი აქვს გატანილი, რითაც ინგლისელ ფორვარდს, ალან უიტლის გადაასწრო, ის ირანული გუნდის რიგებში 70-იან წლებში ასპარეზობდა და 16 გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა, არაირანელ ფეხბურთელებს შორის უკვე საუკეთესოა.
ჯერჯერობით ბოლო, მე-17 გოლი გიორგი გველესიანმა რამდენიმე დღის წინ "ჩადორმალუსთან" ბოლო წუთზე გაიტანა და თავის გუნდს მოაგებინა.
ქართველი ფეხბურთელი "პერსეპოლისში" "სეპაჰანიდან" გადავიდა, სადაც 2-ჯერ ირანის ჩემპიონი გახდა, ერთხელ კი ირანის თასს დაეუფლა.