Belive

"გიორგი გულიაშვილის ტრანსფერით ორი გუნდი ინტერესდება" - ბოსნიური გამოცემა

5 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გიორგი გულიაშვილის ტრანსფერით უნგრული "ფერენცვაროში" და სერბული "ცრვენა ზვეზდა" ინტერესდებიან, ამის შესახებ ინფორმაციას ბოსნიური გამოცემა Sportske.ba აქვეყნებს. სხვადასხვა წყაროს ცნობით სარაევოს გუნდი გულიაშვილის გაყიდვას 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათანხმდება, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარაევოს სპორტული დირექტორი ბელგრადში იმყოფებოდა და გუნდებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.

"უნგრეთის 35 გზის ჩემპიონი "ფერენცვაროში" თავის ქვეყანაში უკონკურენტოა. ისინი ყოველ წელს მონაწილეობენ ევროთასებზე, მაგრამ იქ გუნდი ნორმალური შედეგის დადებას ვერ ახერხებს, სწორედ ამიტომ მათ გაძლიერება სურთ" - წერია გამოცემაში.

გიორგი გულიაშვილს ძალიან კარგი სეზონი აქვს, ის ბოსნიის ჩემპიონატს 12 გოლით ლიდერობს, ასევე 23 წლის ფეხბურთელს 4 შედეგიანი გადაცემაც უფიქსირდება. ამას გარდა მან კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზეც მოახერხა 1 გოლის გატანა.

ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 800 000 ევროა.