Belive

გიორგი გუგულაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემს გამოეთიშა!

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 22 თებერვალს სტარტი აიღო 2019 წლის მეორე გრანდ სლემმა დიუსელდორფში. დღეს, იასპარეზებენ -60 და -66 კილოგრამ წონითი კატეგორიები. -60 კილოგრამში საქართველოს სახელით ჯაბა პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი ასპარეზობენ, ხოლო -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გიორგი გუგულაშვილი. დღევანდელი საშეჯიბრო დღე გიორგი გუგულაშვილმა გახსნა, მან სერბი – სტრაჰინია ბუნჩიჩი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე სლოვენიელი – ადრიან გომბოცი იყო. ქართველი ფალავანი სლოვენიელ მეტოქესთან დამარცხდა და დიუსელდორფის გრანდ სლემს გამოეთიშა.

სხვა სტატიები