გიორგი ჩუბინიძის გოლი ბორნმუთში საუკეთესოობისთვის იბრძვის
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი, გიორგი ჩუბინიძე "ბორნმუთის" აკადემიაში წარატებულად თამაშს აგრძელებს.
ქართველი თავდამსხმელი "ალუბლების" 18-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში გადავიდა, რომელშიც ახალ სეზონში 5 მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, 3 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
16 წლის შემტევის მიერ გატანილი ერთ-ერთი გოლი საუკეთესოთა შორის მოხვდა. კონკრეტულად, გუნდის ოფიციალურმა გვერმდა ის თვის საუკეთესო გოლის ნომინაციაში დაასახელა. აქ "ბორნმუთის" როგორც ახალგაზრდული და ქალთა გუნდების, ისე მთავარი, პრემიერ ლიგაში მოთამაშე შემადგენლობის გატანილი გოლები ერთიანდება.
Grab your popcorn, it's time for the @StrategicSols Goal of the Month vote 🍿
— AFC Bournemouth 🍒 (@afcbournemouth) September 5, 2024
Have your say on August's winner below! 🗳️ pic.twitter.com/JhLhDREFHy