Belive

გიორგი ჩაკვეტაძე ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა!

5 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა. 6 სექტემბერს გამართულ მატჩში, სადაც საქართველოს ნაკრები ყაზახეთს დაუპირისპირდა, 69-ე წუთზე გიორგიმ უეფას ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა, რომელიც სილამაზითაც გამორჩეული იყო. შეგახსენებთ რომ უეფას ერთა ლიგა, ახალი ტურნირია რომელიც საშუალებას აძლევს შედარებით სუსტ ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის უფლება მიიღონ. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა როდესაც ქართველი ფეხბურთელი მსგავსი სახით ისტორიაში შევიდა. 2009 წლის 2 ივლისს, ევროპა ლიგის ეგიდით (საკვალიფიკაციო ეტაპი) პირველი მატჩი შედგა, სადაც რუსთავის "ოლიმპმა" ფარერების "ტორშავნი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა, ორივე ბურთი რუსთაველთა ფეხბურთელმა გიორგი მეგრელაძემ გაიტანა. ამრიგად მეგრელაძე გახდა პირველი ფეხბურთელი რომელმაც ევროპა ლიგაზე გოლი გაიტანა და პირველი ფეხბურთელი რომელმაც ამ ტურნირზე დუბლი შეასრულა. რაც შეეხება პირველ ჰეთ-თრიქს ევროპა ლიგაზე, ესეც ქართველი ფეხბურთელის ჯაბა დვალის ანგარიშზეა, 2009 წლის 9 ივლისს გამართულ მატჩში, "ზესტაფონი" ჩრდილო ირლანდიურ "ლისბურნს" დაუპირისპირდა, იმერელთა თავდამსხმელმა გოლების გატანა მე-5, 39-ე და 42-ე წუთზე მოახერხა, საბოლოო ჯამში "ზესტაფონმა" მეტოქე ანგარიშით 6:0 დაამარცხა.

სხვა სტატიები