Belive

გატუზო: "მამარდაშვილმა 4-5 ძალიან მაგარი ბურთი მოიგერია..."

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში, "ვალენსია" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა და ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი მადრიდულმა გრანდმა 3:4 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც "ბარსელონასა" და "ბეტისს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს, რომელიც მოედანზე შეფასებებით საუკეთესოებს შორის მეორე იყო, ხოლო თავის კლუბში კი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

გიორგი მამარდაშვილმა მადრიდული გრანდის წინააღმდეგ 5 სეივი დააგროვა. მან მატჩის 95-ე წუთზე, ვინისიუსს ჟუნიორს ერთ-ერთზე ბრწყინვალე ბურთი აუღო და საკუთარი გუნდი ძირითად დროში მარცხისგან იხსნა.

საქართველოს ნაკრების მეკარის - გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე მატჩი არც "ვალენსიას" მთავარ მწვრთნელს - ჯენარო გატუზოს არ გამორჩენია და ამ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"კურტუა არის მეკარე, რომელიც უკვე მრავალი წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს. ის მსოფლიოს ტოპ 5-შია. მაგრამ, დღეს ჩემმა მეკარემაც (მამარდაშვილმა) 4-5 ძალიან კარგი სეივი გააკეთა. დღეს დიდი იღბალი არ გვქონია, მაგრამ ეს ფეხბურთია. როგორც ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატი პენალტების სერიაში მოვიგე, დღეს კი არ გაგვიმართლა".

სხვა სტატიები