"განცალკევებით ვარჯიშობს" - ლა ლიგის საწყის ტურში ქართული დუელი არ შედგება
ახალი სეზონი ევროპულ ლიგებში არაერთი ქართველი ფეხბრუთელის თამაშით იქნება გამორჩეული. მათ შორის, ესპანეთის ლა ლიგა, სადაც უკვე დადასტურებული ინფორმაციით 3 ქართველი ფეხბურთელი (გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალში, გიორგი გულიაშვილი ხეტაფეში და საბა საზონოვი ხეტაფეში) ითამაშებს, ასევე მოლოდინის რეჟიმშია საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის სევილიაში ტრანსფერი.
ლა ლიგის ახალი სეზონი უახლოეს შაბათ-კვირას აიღებს სტარტს და გახსნით ტურში, ერთმანეთს ვილიარეალი და სანტანდერის რასინგი შეხვდებიან, თუმცა როგორც ირკვევა, ქართული დერბი აქ არ შედგება. გიორგი გულიშვილი ტრავმის შემდეგ აღდგენის გზაზეა და მთავარი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს.
"გიორგი გულიაშვილი, რომელიც გასული სეზონის მიწურულს მიღებული ტრავმისა და ჩატარებული ოპერაციის შემდეგ აღდგენას აგრძელებს, მეორე მოედანზე სარეაბილიტაციო სპეციალისტ უგო კამარეროსთან ერთად ვარჯიშობდა. დანარჩენმა გუნდმა, რომელმაც გასულ პარასკევს სპორტინგისა და დეპორტივო ალავესის წინააღმდეგ წინასასეზონო ამხანაგური მატჩი გამართა, ჩვეულ რეჟიმში ივარჯიშა და იგივეს გაიმეორებს ოთხშაბათს, 12 აგვისტოს", - წერს რასინგის ოფიციალური ვებგვერდი.
სანტანდერის რასინგი ვილიარეალს 16 აგვისტოს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე უნდა დაიწყოს.