ფროზინონემ კვერნაძის გოლით გაიმარჯვა - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა შემტევმა?!
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიის თასის 1/32-ფინალში, მონცა ფროზინონეს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი გიორგი კვერნაძემ გაიტანა, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა. მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, კვერნაძე მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და 92-ე წუთზე, პროდუქტიული თამაში გატანილი გოლით დააგვირგვინა.
Sofascore-მ გიორგი კვერნაძის თამაში 7.6 ქულით შეაფასა, ხოლო Flashscore-მ გიორგის 7.2 დაუწერა.
იტალიის თასის 1/16-ფინალში, ფროზინონე კალიარის დაუპირისპირდება.