Belive

ევროპული თამაშები: ძიუდო - 3 ბრინჯაოს და 1 ოქროს შანსი

4 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ
დღეს სტარტი აიღო მინსკის ევროპულმა თამაშებმა, სადაც ძიუდოში საქართველოს სახელით 5 სპორტსმენი ასპარეზობდა. ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ); ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი (-66 კგ); ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ).  ქართველმა ძიუდოისტებმა ძალიან კარგად დაიწყეს ასპარეზობა. პირველი ბარიერი ყველამ გადალახა. დავიწყოთ თითოეული წონის განხილვა:

-60 კგ

როგორც უკვე აღვნიშნეთ, -60 კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი იცავდნენ. ამირან პაპინაშვილმა ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო და პირველივე შეხვედრაში მისი მეტოქე ებრაელი - დანიელ ბენ დევიდი იყო. ამირანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფრანგი - ვალიდე ხიარი იყო. სამწუხაროდ, ამირანმა ფრანგული ბარიერი ვერ დაძლია და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც იგი წარმოშობით ქართველს, ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე - თორნიკე ჭკადუას დაუპირისპირდა და გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობა მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე გერმანელი - მორიტზ პლაფკი იქნება. რაც შეეხება ლუხუმ ჩხვიმიანს. ლუხუმ ჩხვიმიანმა ასპარეზობა კარგად დაიწყო. იგი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და მისი მეტოქე თურქი - მიჰრაჩ აკკუსი იყო, რომელიც მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მესამე ეტაპზე მას წარმოშობით ქართველი, ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე - თორნიკე ჭკადუას დაუპირისპირდა და გაიმარჯვა, რის შემდეგაც მინსკის ევროპული თამაშების 1/2 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფრანგი - ვალიდე ხიარი იყო. ლუხუმმა ძალიან მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანელი - ფრანცისკო გარიგოსი იქნება.

-66 კგ

-66 კილოგრამ კატეგორიაში ასპარეზობს ამ წონის პირველი ნომერი - ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი. ვაჟა მარგველაშვილი ამართლებს წონის პირველ ნომერს და ძალიან წარმატებით მიიწევს წინ. იგი მეორე ეტაპიდან ჩაერთო ასპარეზობაში და მისი მეტოქე სერბი - სტრაჰინია ბუნჩიჩი იყო, რომელიც ვაჟამ მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მას მოლდოველი - ვადიმ ბიუნესკუ შეხვდა. ვაჟამ მოლდოველიც მარტივად დაამარცხა და შემდეგ, 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ჩეხი - პაველ პეტრიკოვი იყო. ვაჟამ კვლავ ძალიან მარტივად იმარჯვა იპონით და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე იტალიელი - მატეო მედვესი იყო. სამწუხაროდ ვაჟა მარგველაშვილი დამარცხდა  და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, სადაც იგი მოლდოველ - დენის ვიერუს დაუპირისპირდება.   რაც შეეხება ბაგრატ ნინიაშვილს, ბაგრატიც ვაჟას მსგავსად მეორე ეტაპიდან ჩაერთო ასპარეზობაში და მას მეორე ეტაპზე ფრანგი - კილიან ლე ბლუჩი შეხვდა. ბაგრატმა ფრანგი მეტოქე მარტივად 2 ვაზარით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანელი - ალბერტო გაიტერო მარტინი იყო. ბაგრატმა ესპანური ბარიერიც დაძლია და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მოლდოველი - დენის ვიერუ იყო. ბაგრატმა დენის ვიერუც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე, წარმოშობით ქართველი, უკრაინის სახელით მოასპარეზე - გიორგი ზანთარაია იყო. სამწუხაროდ ნახევარფინალში ბაგრატ ნინიაშვილიც დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იგი ჩეხ - პაველ პეტრიკოვს დაუპირისპირდება.

-57 კგ (ქალები)

ქალებში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს, მინსკის ევროპულ თამაშებზე მხოლდო ერთი წარმომადგენელი ჰყავს - ეთერ ლიპარტელიანი. ეთერი პირველივე ეტაპიდან ჩაერთო ასპარეზობაში და მან აზერბაიჯანელი -  იჩინხორლოო მუნხცედევი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც იგი რუს - დარია მეჟეცკაიას დაუპირისპირდა. სამწუხაროდ ეთერიმ დათმო რუს ძიუდოისტთან ბრძოლა და მინსკის ევროპულ თამაშებს მალევე გამოეთიშა.

სხვა სტატიები