Belive

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ძიუდოისტი - ეთერ ლიპარტელიანი, -57 კგ წონით კატეგორიაში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-6 ადგილზე დაწინაურდა. ეთერ ლიპარტელიანმა, პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ამ გამარჯვებით მან 500 ქულა მოიპოვა და 3674 ქულა დაუგროვდა, რითიც მე-10 ადგილიდან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. მას მხოლოდ 200 ქულა აშორებს მე-4 ადგილამდე. მეხუთე ადგილზე იაპონელი - მომო ტამაოკი 3780 ქულით არის, მე-4 ადგილზე კი ისრაელის წარმომადგენელი - ტიმნა ლევი ნელსონია 3850 ქულით. ეთერ ლიპარტელიანის ანგარიშზე კი 3674 ქულაა.

სხვა სტატიები