Belive

"ეს სისხლი თქვენთვის დაიღვარა და კიდევ ბევრჯერ დაიღვრება" - ლაშა ბექაური

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ, სახელოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა - ლაშა ბექაურმა, გულშემატკივრებს მიმართა.

მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში, მთელი გულით მინდა მადლობა გადაგიხადოთ ქართველ ხალხს, ქართველ გულშემატკივარს. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საფრანგეთში მცხოვრებ ემიგრანტებს, რომლებიც მოვიდნენ და დაგვაფასეს. ძალიან ბევრნი იყვნენ და ძალიან სასიხარულო იყო მათი გულშემატკივრობა. მართალია ქართული ჰიმნი ვერ ავაჟღერეთ, მაგრამ ამ ადამიანებს მაინც ბევრი სიხარული მოვუტანეთ და მე პირადად გპირდებით, რომ მომავალში ბევრი ქართული ჰიმნი და ბევრი ოქროს მედალი გელოდებათ. დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, გვერდში დგომისთვის. პირადად მე ყოველთვის ვგრძნობ, არა მხოლოდ დღეს და მიყვარხართ მთელი გულით. ეს სისხლი დღეს თქვენთვის დაიღვარა და კიდევ ბევრჯერ დაიღვრება - ამას მე გპირდებით და იცოდეთ, რომ ყველაფერს თქვენთვის ვაკეთებ, მიყვარხართ. - ლაშა ბექაური.

სხვა სტატიები