"ეს ჩვენთვის უდიდესი პატივია და წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ" - ლუკა ბერულავა
2 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიადაზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა, მათ 221.75 ქულით მეორე ადგილზე გასვლა მოახერხეს და ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს. აღნიშნული ამბავი საქართველოსთვის ისტორიული შედეგია, ზამთრის ოლიმპიადაზე აქამდე ჩვენი ქვეყნის სახელით მედალი არავის მოუგია.
ისტორიული მედლის მოგების შემდეგ ლუკა ბერულავამ ციგურაობის საერთაშორისო კავშირთან (ISU) ისაუბრა:
ეს ჩვენთვის უდიდესი პატივია და წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, რომ გავხდით ის პირველი ქართველი სპორტსმენები, ვინც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის პირველი მედალი მოიპოვეს. აქამდე მისასვლელად ჩვენ ძალიან გრძელი გზა გავიარეთ.
ჩვენ მისია შევასრულეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც დაგეგმილი იყო, ოთხი პროგრამა (მათ შორის გუნდური შეჯიბრი) შევასრულეთ, ახლა კი საბოლოოდ შეგვიძლია, რომ ცოტა დავისვენოთ. - ლუკა ბერულავა
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ იაპონელმა წყვილმა აჯობა, რიკუ მიურასა და რიუჯი კიჰარას წყვილმა 231.24 ქულა დაიმსახურეს და ოქროს მედალიც მიიღეს. ბრინჯაოს მედალი კი გერმანელმა მინერვა ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინის წყვილმა დაისაკუთრა (219.09).