ერთა ლიგის B დივიზიონის სიმბოლურ გუნდში 4 ქართველი ფეხბურთელი მოხვდა
ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა. გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა, გიორგი ქოჩორაშვილმა კი ერთი გოლი გაიტანა.
Whoscored-მა B დივიზიონში გამართული პირველი მატჩების სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც 4 ქართველი ფეხბურთელია, სრულად გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო)
მცველები: ამირ რაჰმანი (კოსოვო), ლუმბარდ დელოვა (კოსოვო), რობი ბრედი (ირლანდია), მეტ დოჰერტი (ირლანდია)
ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი (საქართველო), ჯოშ კალენი (ირლანდია), მარინ პეტკოვი (ბულგარეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (საქართველო)
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (საქართველო), ორი ოსკარსონი (ისლანდია)
🇪🇺 #NationsLeague B Qualifying Play-Offs Team of the Week pic.twitter.com/op2pQjLlqm
— WhoScored.com (@WhoScored) March 21, 2025
შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის მომდევნო და გადამწყვეტი შეხვედრა 23 მარტს თბილისში გაიმართება, მატჩის დაწყების დრო 18:00 საათია.