Belive

ეკო გორგოძემ წყვილთა თანრიგში ზედიზედ მეორე შეჯიბრი მოიგო - ამჯერად არგენტინაში

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელი - ეკო გორგოძე, წყვილთა თანრიგში წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს. იგი წყვილთა თანრიგში ბუენოს აირესის 125 ქულიანი შეჯიბრის , Argentina Open-ის ჩემპიონი გახდა.

ეკო გორგოძე, წყვილში, რუმინელ - ირინა მარია ბარასთან ერთად ასპარეზობდა და ფინალში მათ არგენტინელ - მარია კარლესა და ბერძენ - დესპინა პაპამიხაილის წყვილს 5:7, 7:5, 10:4 მოუგეს. აღსანიშნავია, რომ გორგოძე და მის მეწყვილე ტურნირზე პირველ ნორმად იყვნენ განთესილები. შეგახსენებთ, რომ გორგოძემ და ბარამ ერთი კვირის წინ Transylvania Open-ის გათამაშებაც მოიგეს და ეს, ქართველი ჩოგბურთელის კარიერაში საუკეთესო მიღწევაა.

სხვა სტატიები