Belive

ეკო გორგოძე მარბელას ტურნირის გამარჯვებულია

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს პირველმა ჩოგანმა (ქალთა შორის), ეკატერინე გორგოძემ რუმინელ მეწყვილე ირინა ბარასთან ერთად მარბელას ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. ქართულ-რუმინული წყვილი ტურნირის ფინალში გერმანელ ჰეისენს და ჩეხ კავას შეხვდა და მეტოქეები სამ სეტში 6:4, 3:6, 10:6 დაამარცხა. ეკატერინე გორგოძემ და ირინა ბარამ AnyTech365 Andalucia Open-ის მოგების შედეგად 160 სარეიტინგო ქულა და 4 840 ევრო გამოიმუშავეს. შეგახსენებთ, რომ ქართულ-რუმინულმა წყვილმა 2021 წელს ოთხი ტურნირის მოგება შეძლო: მონტევიდეოში, კარლსრუეში, კლუჟ-ნაპოკასა და ბუენოს აირესში. ეკატერინე გორგოძეს წყვილთა რეიტინგში 1 453 ქულა აქვს და 56-ე ადგილზე იმყოფება. წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები