Belive

EJU: "საქართველოს ისტორიის ნაწილი..."

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპის ძიუდოს კავშირმა (EJU), მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - გიორგი სარდალაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და განვლილ მსოფლიო ჩემპიონატსა და მომავალ პარიზის ოლიმპიადაზე ისაუბრა.

ასევე გიორგი სარდალაშვილმა მისი მოტივაციის წყარო დაასახელა.

გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას.

"კერპები არ მყავს, მაგრამ 2012 წელს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს ვუყურე, მაშინ 9 წლის ვიყავი და როდესაც ლაშა შავდათუაშვილმა ძალიან პატარა ასაკში მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონობა, ალბათ მაგ მომენტში გადავწყვიტე, რომ მომავალში მეც დიდი მიზნებისთვის უნდა მებრძოლა და უნდა ვყოფილიყავი თავდადებული." - გიორგი სარდალაშვილი

ძიუდოს ევროპის კავშირის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, გიორგი სარდალაშვილს დაუსვა შეკითხვა იმის შესახებ, რომ თვალსაჩინოა მისი და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის - ლაშა ბექაურის ძალიან ახლო ურთიერთობა და მეგობრობა.

კითხვა შემდეგში მდგომარეობდა: თუ რამდენად ახდენდა ლაშა ბექაური გიორგი სარდალაშვილის მოტივაციას.

"დიახ, მე და ლაშა, გუნდში საუკეთესო მეგობრები ვართ და ამის ბევრი მიზეზი გვაქვს. პირველი ის, რომ ჩვენ საქართველოს ერთი მხრიდან ვართ და ასევე გვყავს საერთო პირადი მწვრთნელი - ლექსო ღვინიაშვილი.

როდესაც ლაშა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მაშინ მე მედლები არ მქონდა და ყოველთვის მეხმარებოდა ვარჯიშზე. ახლაც ბევრ რამეს მასწავლის, როგორც ძიუდოზე, ასევე ძიუდოს გარეთ, რადგან ის დიდებული ადამიანია..." - გიორგი სარდალაშვილი
ლაშა ბექაური და გიორგი სარდალაშვილი
"საქართველოში ძიუდო მართლაც შესანიშნავია. პირველ რიგში, ჩვენი ფედერაციის დამსახურებაა ეს ყველაფერი და ჩვენი მწვრთნელები ძალიან ბევრს მუშაობენ. მეორეც - საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, ამიტომ ქართველი გულშემატკივარი დიდ როლს თამაშობს, რადგან ყველა ძალიან გულშემატკივრობს ჩვენს ჩემპიონობას.

ამ წარმატებით უყვარდები ადამიანებს, გაიცნობენ შენს პიროვნებას და ყველა გიცნობს ქუჩაში, ყველას უნდა გამოავლინოს პატივისცემა შენი მიღწევების მიმართ, ეს უფრო მნიშვნელოვანია, როცა გაქვს ბევრი საყვარელი მომენტი და სიტყვა.

ჩვენ ვიცით, რომ ქართველ მებრძოლებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, ჩვენი დროშა ყოველთვის უმაღლეს საფეხურზე იყოს, ეს ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ამიტომაც არის ძიუდო საქართველოში უდიდესი..." - გიორგი სარდალაშვილი

გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ მის პირველ ემოციებზეც ისაუბრა.

"ცოტა დრო მქონდა აღსანიშნავად და როცა დავინახე ხალხის ემოციები და ღიმილი მათ სახეებზე, ძალიან გამიხარდა, რადგან მე ვიყავი ამის მიზეზი და ეს ახლა ძალიან დიდი მოტივაციაა ოლიმპიადისთვის.

ძალიან კარგი გრძნობა იყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არც ერთ ტელევიზიაში არ წავედი, რადგან ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ეს ენერგია, აქცენტი ოლიმპიური თამაშებია და მხოლოდ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები.

ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით დავრჩები, მაგრამ მინდა ხალხს ისე დავამახსოვრდე, როგორც ოლიმპიური ჩემპიონი, რადგან საქართველოს ისტორიაში არავის არ მოუგია ერთ წელს მსოფლიო ჩემპიონატი და ოლიმპიადა, სწორედ ამიტომ მინდა დიდი ისტორია დავწერო..." - გიორგი სარდალაშვილი

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 1 თვის წინ, გიორგი სარდალაშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ძიუდოისტი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა შეძლო.

წინ კი ოლიმპიური თამაშებია, სადაც ძიუდო 27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.

სხვა სტატიები