EJU: "ილია სულამანიძე -100 კგ წონითი კატეგორიის მთავარი ლიდერი იქნება..."
ევროპის ძიუდოს კავშირმა (EJU), მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, -100 კგ წონით კატეგორიაზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც მოახლოვებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ილია სულამანიძის შანსებზე საუბრობენ.
"შესაძლოა, -100 კგ-ში პოტენციური ჩემპიონების მთელი რიგი იყოს, მაგრამ უდავოა, რომ ყურადღება გამახვილებულია წინამორბედზე, ქართველ ილია სულამანიძეზე. მან 2021 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა და ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო და კვარცხლბეკზე შეუერთდა თავისი გუნდის კაპიტანს - ვარლამ ლიპარტელიანს.
ახლა ორივე ქართველი ოქროსთვის იბრძოლებს, მაგრამ ამ ორიდან უმცროსი (ილია სულამანიძე) არის IJF მასტერსის ამჟამინდელი ჩემპიონი და როგორც ჩანს, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის არჩევანი.
როგორც მოსალოდნელი იყო, სულამანიძეს იდეალური დრო ჰქონდა იმისათვის, რომ ამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე, ჟორჟ ფონსეკას არ ყოფნაში, ასე თუ ისე, მარტივად მოეპოვებინა ოქროს მედალი, თუმცა რუსების გამოსვლას შესაძლოა ყველაფერი რადიკალურად შეცვალოს, რადგან მძიმე წონაში რუსი სპორტსმენები დიდებულად ასპარეზობენ.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ -100 კგ წონით კატეგორიას დაუბრუნდა ლეგენდარული ძიუდოისტი, 2-გზის მსოფლიოს, ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონი - ლუკაშ კრპალეკი.
ილია სულამანიძეს აქვს იმის შესაძლებლობა და ძალა, რომ 21 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვოს. იგი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად არის განთესილი".
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 7-13 მაისის ჩათვლის, კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით იასპარეზებს.