Belive

EJU გიორგი სარდალაშვილზე: "ეს იქნება ყველაზე პრინციპული დაპირისპირება მის კარიერაში..."

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპულმა ძიუდოს კავშირმა, მოახლოვებულ მსოფლიო ჩემპიონატზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტებზე.

ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად მოხსენიებულია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი - გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), რომელიც უფროსებში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.

"ქართველი - გიორგი სარდალაშვილისა და აზერბაიჯანელი - თურმან ბაირამოვის დაპირისპირება უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. ისინი ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდნენ.

მათი დაპირისპირების ნახვა ყოველთვის დიდი სიამოვნებაა. სარდალაშვილს რევანში აქვს ასაღები, რადგან საკუთარ კედლებში, თბილისის გრანდ სლემის ფინალი მის თანატოლ აზერბაიჯანელთან დათმო.

მოკლედ რომ ვთქვათ, ორივე სპორტსმენი დოჰაში იასპარეზებს, საინტერესო იქნება მათი ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონატზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე მათგანისთვის დოჰას მსოფლიო ჩემპიონატი სადებიუტო იქნება".

შეგახსენებთ, რომ 7-14 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს 2023 წლის პირველი უდიდესი შეჯიბრი – მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

სხვა სტატიები