Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი - IV დღე: ლუკა მაისურაძის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატი (პრევიუ)

4 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ხვალ, 28 აგვისტოს, დილის 05:00 საათზე სტარტს აიღებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მე-4 დღე, სადაც მამაკაცებში -81 კგ წონით კატეგორია და ქალებში -63 კგ წონით კატეგორია იასპარეზებენ. -81 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას 21 წლის ლუკა მაისურაძე დაიცავს. ლუკასთვის ეს სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. ლუკა მაისურაძე D ბადეში იმონაწილევებს. ახალგაზრდა ქართველი განუთესავი იქნება და იგი პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება ბრძოლაში. ლუკა მაისურაძე პირველ ეტაპზე სამოელ - პანიამინა პერსივალს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი მებრძოლი მეორე ეტაპზე თურქ - ვედატ ალბაირაკს შეხვდება, რომელიც განთესილია და მეორე ეტაპიდან ერთვება საქმეში. თურქული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ლუკა მაისურაძის მეტოქე მონღოლ - უუგანბაატარ ოტგონბაატარსა და მადაგასკარელ - ფეტრა რაციმიზივას შორის გამარჯვებულს შეხვდება. ჩვენი ვერსიით, ამ წონის მთავარი ფავორიტი ისრაელის წარმომადგენელი – საგი მუკია. საგი მუკი მოქმედი ევროპის ჩემპიონია და მას მსოფლიო ჩემპიონობა აქამდე არ უზეიმია, ფორმიდან და დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენი ვერსიით იგი წელს ამ წონის მთავარი ფავორიტია. საგი მუკის მთავარ მეტოქეებად შემდეგი ძიუდოისტები გამოვარჩიეთ: ლუკა მაისურაძე (საქართველო); სოტარო ფუჯივარა (იაპონია); საიდ მოლაი (ირანი) და ხასან ხალმურზაევი (რუსეთი).

სხვა სტატიები