ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე V – ტატამზე ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონები გამოვლენ | პრევიუ
დღეს, 9 ოქტომბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე ჩატარდა. ტატამზე მამაკაცებში -81 კგ, ქალებში კი -63 კგ წონითმა კატეგორიებმა იასპარეზეს.
2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს, -81 კგ წონით კატეგორიაში, მონაწილეობა ტატო გრიგალაშვილმა მიიღო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა. ტატომ ფინალში ბელგიელი მსოფლიო ჩემპიონი – მატიას კასე დაამარცხა. ეს მედალი საქართველოს ნაკრებისთვის, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი იყო.
10 ოქტომბერს, 2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე V საშეჯიბრო დღე აიღებს სტარტს, სადააც საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გაორებულია და ტატამზე ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონები - ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე იასპარეზებენ.
-90 კგ წონითი კატეგორია
-90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით უძლიერესი სპორტსმენები, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი - ლაშა ბექაური და მოქმედი ევროპის ჩემპიონი - ლუკა მაისურაძე იასპარეზენ.
ლაშა ბექაური B ბადეში განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება, თუმცა უნდა ითქვას, რომ იგი საკმაოდ რთულ ბადეში მოხვდა.
ოლიმპიური ჩემპიონი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, ავსტრალიელ - ჰარისონ კასარსა და იაპონელ - კოსუკე მაშიიამას შორის გამარჯვებული იქნება. 1/8 ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ლაშა ბექაური, ბრაზილიელ - რაფაელ მაკედოს შეხვდება. იმ შემთხევაში თუ ბექაური შეძლებს და 1/4 ფინალში გავა, მისი მეტოქე ან კუბელი - ივან ფელიპე სილვა მორალეში, ან სერბი - ნემანია მაიდოვი იქნება.
რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, მოქმედი ევროპის ჩემპიონი, ლაშა ბექაურისგან განსხვავებით მარტივ ბადეშია მოხვედრილი და 1/4 ფინალამდე მას ძლიერი მეტოქე არ ხვდება. ლუკა D ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, ესტონელ - მატიას კუსიკსა და ლიბანელ - კარამნობ საგაიპოვს შორის გამარჯვებული იქნება.
იმ შემთხევევაში თუ ლუკა შეძლებს 1/4 ფინალში გასვლას, მისი სავარაუდო მეტოქე, ძალიან გამოცდილი უნგრელი - კრისტიან ტოტი იქნება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველები ერთმანეთს ფინალამდე არ ეკვეთებიან.
ბექაურთან და მაისურაძესთან ერთად -90 კგ წონითი კატეგორიის ფავორიტები
- დავლათ ბობონოვი (უზბეკეთი)
- ნოელ ვან ტენდი (ნიდერლანდები)
- ივან ფელიპე სილვა მორალესი (კუბა)
- მამადილ მეჰდიევი (აზერბაიჯანი)
- ედუარდ ტრიპელი (გერმანია)
- კრისტიან ტოტი (უნგრეთი)
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 09:00, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათზე დაიწყება.