Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე IV - ახალგაზრდების იმედად (პრევიუ)

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
8 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღე, ქართული ძიუდოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერება. მიზეზი კი ის არის, რომ 29 წლის ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც -73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მსოფლიო ჩემპიონი გახდა და საქართველოს ნაკრებს 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. 9 ივნისს კი საქართველოს ნაკრების სახელით 2 სპორტსმენი იასპარეზებს, საქმეში -81 კგ წონითი კატეგორია ერთვება. ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

-81 კგ

-81 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ორი ახალგაზრდა: ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი დაიცავენ. ორივე ქართველი განთესილი იქნება, შესაბამისად ისინი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვებიან. ლუკა მაისურაძე B ბადეში იასპარეზებს, სადაც მეორე რაუნდში მისი მეტოქე ამერიკელი - არტურ ვრაითი იქნება. ამერიკული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ლუკა მაისურაძე ყირგიზ - ასად მასაბიროვს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ მაისურაძის ბადეში მთავარ ფავორიტად ირანელი ძიუდოისტი, რომელიც მონღოლეთის სახელით ასპარეზობს - საიდ მოლაი განიხილება. საიდ მოლაი და ლუკა მაისურაძე ერთმანეთს კარგად იცნობენ, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ლუკა მაისურაძემ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დაამარცხა. რაც შეეხება ტატო გრიგალაშვილს, გრიგალაშვილი C ბადეში ისპარეზებს და საკუთარი ბადის, ისევე როგორც მთლიანი წონის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. ტატო ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება და მისი მეტოქე მეორე რაუნდში, სამხრეთ კორეელ - ჯინ მუნ ლისა და ფრანგ - ალფა უმარ დიალოს შორის გამარჯვებული იქნება. ამ ბადეში ტატოს მთავარ მეტოქედ, ბულგარელი - ივაილო ივანოვი მიიჩნევა. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა Silk Sport HD2-ზე იქნება შესაძლებელი, ფინალური ბლოკი კი Silk Universal-ზე გავა.  

სხვა სტატიები