ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე II - ვაჟა მარგველაშვილი ოქროს მედალს შეუტევს | პრევიუ
დღეიდან, 6 ოქტომბრიდან, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. დღეს ტატამზე მამაკაცებში -60 კგ წონით კატეგორიამ, ქალებში კი -48 კგ წონითმა კატეგორიებმა იასპარეზეს.
2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს, -60 კგ წონით კატეგორიაში, მონაწილეობა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონმა - ლუხუმ ჩხვიმიანმა მიიღო, რომელიც სამწუხაროდ პირველივე ეტაპზე დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა.
მეორე საშეჯიბრო დღეს, ტატამზე -66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას, ევროპის ჩემპიონი (2016 წელს), ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2017 წელს) - ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს.
დღე II – ტატამზე ვაჟა მარგველაშვილს ვიხილავთ (პრევიუ)
მსოფლიო ჩემპიონატის წარუმატებელი პირველი დღის შემდეგ, ვაჟა მარგველაშვილს დიდი შემართებითა და მიზნებით ველოდებით.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვაჟა მარგველაშვილს საკმაოდ კარგი ბადე აქვს, მხოლოდ 1/4- ფინალში გასვლის შემთხვევაში ხვდება იაპონელი - ჯოშირო მარუიამა.
თუმცა, ვიდრე ვაჟა 1/4-ფინალამდე მივა, იგი განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე მაროკოელ - აბდერაჰმან ბოუშიტასა და თურქ - მუჰამედ დემირელის წყვილს შორის გაირკვევა.
იმ შემთხვევაში თუ მარგველაშვილი პირველ ეტაპს წარმატებულად გაივლის, 1/8 ფინალში მისი მეტოქე, უკრაინელ - კარო მარანდიანსა და აშშ-ს წარმომადგენელ - აისია რამირეზს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ვაჟა მარგველაშვილთან ერთად -66 კგ წონითი კატეგორიის ფავორიტები
- დენის ვიერუ (მოლდოვა)
- ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)
- ჰიფუმი აბე (იაპონია)
- ბასხუუ იონდონპერენლეი (მონღოლეთი)
- ჯოშირო მარუიამა (იაპონია)
- ბაულ ანი (სამხრეთ კორეა)
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 08:30 საათზე, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათზე აიღებს სტარტს.