ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დასკვნითი დღე – გურამ თუშიშვილი ოქროს მედალს შეუტევს | პრევიუ
დღეს, 11 ოქტომბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე ჩატარდა. ტატამზე მამაკაცებში -100 კგ, ქალებში კი -78 კგ წონითმა კატეგორიებმა იასპარეზეს.
2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე საშეჯიბრო დღეს, -100 კგ წონით კატეგორიაში, მონაწილეობა ვარლამ ლიპარტელიანმა და ილია სულამანიძემ მიიღეს, თუმცა სამწუხაროდ ბრინჯაოს მედლის მოპოვება ვერცერთმა შეძლო.
12 ოქტომბერს კი მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი დღე შედგება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 2 სპორტსმენი: გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) იჭიდავებენ.
+100 კგ წონითი კატეგორია
+100 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი დაიცავს.
გურამ თუშიშვილი A ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, რუმინელ - ვლადუტ სიმიონესკუსა და სლოვენიელ - ვიტო დრაგიჩს შორის გამარჯვებული იქნება.
თუ თუშიშვილი 1/8-ფინალში გასვლას შეძლებს, მისი მეტოქე, გუინეელ - მუსტაფა ფოფანასა და გერმანელ - იოჰანეს ფრეის შორის გაირკვევა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გურამ თუშიშვილი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ოლიმპიურ ჩემპიონ - ლუკაშ კრპალეკთან ერთად, +100 კგ წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტია.
გურამ თუშიშვილთან ერთად +100 კგ წონითი კატეგორიის ფავორიტები
- რაფაელ სილვა (ბრაზილია)
- როი მეიერი (ნიდერლანდები)
- ტაცურუ საიტო (იაპონია)
- იაკივ ხამო (უკრაინა)
- ტემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი)
- ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
+78 კგ წონითი კატეგორია
+78 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას - სოფიო სომხიშვილი დაიცავს.
სომხიშვილი D ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ერთვება და მისი მეტოქე კუბელი - იდალის ორტისი იქნება.
კუბელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, 1/8-ფინალში მისი მეტოქე, ლიეტუველ - სანდრა იაბლონსკიტსა და მონღოლ - ადიიასურენ ამარსაიხანს შორის გაირკვევა.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:00, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათზე დაიწყება.