Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე VI - საქმეში კაპიტანი ერთვება (პრევიუ)

4 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ხვალ, 30 აგვისტოს, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოსწინა, რიგით VI დღე აიღებს სტარტს, სადაც საქმეში საქართველოს ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი ჩაერთვება. ვარლამი შეეცდება პირველად მოიპოვოს მსოფლიო ჩემპიონობა. 30 წლის ძიუდოისტი A ბადეში იმონაწილევებს და საკუთარ ბადეში მხოლოდ იგი იქნება განთესილი, შესაბამისად ლიპო საქმეში მეორე რაუნდიდან ჩაეთვება, სადაც მისი მეტოქე ჩინელ - ერიჰემუბატუსა და ესტონელ - გრიგორ მინასკინს შორის გამარჯვებული იქნება. როგორც იცით, ლიპო ამ წონის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია კორეელ - გუჰამ ჩოსთან ერთად, ამიტომ უნდა ვივარაუდოდ, რომ ლიპო მარტივად გადალახავს საწყის ეტაპებს და საკუთარი ბადის გამარჯვებული გახდება, რითაც შეძლებს 1/4 ფინალში გასვლას. 1/4 ფინალში კი სავარაუდოდ მისი მეტოქე B ბადის გამარჯვებული მონღოლი - ოტგონბაატარ ლჰაგვასურენი ან რუსი - არმან ადამიანი იქნება. ჩვენი ნაკრების კაპიტანს შესწევს იმის ძალა, რომ იგი ფინალში გავიდეს, სადაც სავარაუდოდ მისი მეტოქე სამხრეთ კორეელი - გუჰამ ჩო იქნება. ჩვენი რჩეული ამ წონით კატეგორიაში სწორედ ჩვენებური – ვარლამ ლიპარტელიანია.  ვარლამი 3-გზის ევროპის ჩემპიონია და მას ჯერ-ჯერობით მსოფლიო ჩემპიონობა არ უზეიმია, მიუხედავად იმისა, რომ მან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 3-ჯერ იჭიდავა, თუმცა სამივეჯერ დამარცხდა. ამიტომ, ჩვენი მოსაზრებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემპიონობას იზეიმებს. ვარლამის მთავარი პრეტენდენტები აარონ ვულფი (იაპონია); გუჰამ ჩო (კორეა); მაიკლ კორელი (ნიდერლანდები) და ოტგონბაატარ სხაგვასურენი (მონღოლეთი) იქნებიან.

სხვა სტატიები