Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე V - ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ

2 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

19 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კერძოდ კი დედაქალაქი აბუ დაბი, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.

მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის დიდებულად დაიწყო. 60 კგ წონით კატეგორიაში 20 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა - გიორგი სარდალაშვილი. მეორე საშეჯიბრო დღეს კი ვაჟა მარგველაშვილმა საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა. მესამე საშეჯიბრო დღეს კი ზედიზედ მესამე ოქროს მედალი მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მეოთხე დღეს ტატამზე გიორგი ჯაბნიაშვილი გამოვიდა, რომელიც პირველივე ეტაპზე დამარცხდა და მეოთხე დღეს საქართველოს ნაკრემა ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.

ინდივიდუალური ასპარეზობები ხვალ, 23 მაისს დასრულდება და ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ. საქმეში მძიმე წონა ჩაერთვება და საქართველოს ნაკრების ღირსებას - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი და სოფიო სომხიშვილი დაიცავენ.

+100 კგ

100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილსა და საბა ინანეიშვილს ვიხილავთ.

თუშიშვილი B ბადეში განთესილია, შესაბამისად ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, ინდონეზიელ - გედე აგანსტა დარმა ვარდანასა და ალჟირელ - მუჰამედ ელ მეჰდი ლილს შორის გამარჯვებული იქნება. 1/8-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი გურამი, რუმინელ - ვლადურ სიმონესკუსა და თურქ - იბრაჰიმ თათაროღლუს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გურამ თუშიშვილი 1/4-ფინალში ტამერლან ბაშაევს ეკვეთება.

რაც შეეხება საბა ინანეიშვილს, საბა C ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან, მონტენეგროელ - ანტო დუბრეტასთან შეხვედრით იწყება. მონტენეგროული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, საბა ინენეიშვილის მეტოქე, ლეგენდარული ჩეხი - ლუკაშ კრპალეკი იქნება.

+78 კგ

ქალთა მძიმე წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას - სოფიო სომხიშვილი დაიცავს.

სოფიო D ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან დაიწყებს და იგი ბოსნიელ - სერიკ ლარისას დაუპირისპირდება. ბოსნიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, მისი მეტოქე, ტუნისელი - სარა მზუგი იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სოფიო სომხიშვილი საკმაოდ რთულ ბადეშია მოხვედრილი, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები