ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი - ბოლო დღე: მედლების მოლოდინში
5 წლის წინ
ქართული სპორტი
2 წთ
-90 კგ
-90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი განთესილი არ იქნება და იგი ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მეტოქეს ისლანდიელი - ეგილ ბლონდალი ეყოლება. გამარჯვების შემთხვევაში ბექა 1/8 ფინალში გავა და იგი პოლონელ - ტომას შეპანიაკსა და რუმინელ - ალექს კრეტს შორის გამარჯვებულს შეხვდება.-100 კგ
-100 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი. ვარლამი ასპარეზობას 1/16 ფინალიდან იწყებს და მისი მეტოქე ბერძენი - გეორგიოს მარიალოპოულოსი იქნება.