Belive

ძიუდო: ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი - დღე III | პრევიუ

3 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
იტალიის ქალაქ ოლბიაში, ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების სახელით მხოლოდ ერთი სპორტსმენი - ინდირა სილაგაძე მონაწილეობდა (-63 კგ). ქართველმა ქალმა ფალავანმა სამწუხაროდ მედლის მოპოვება ვერ შეძლო და ასპარეზობას მესამე რაუნდში გამოეთიშა. 8 ოქტომბერს კი, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე აიღებს სტარს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 3 სპორტსმენი იასპარეზებს.

-81 კგ

-81კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას გიორგი შერაზადიშვილი დაიცავს, რომელიც ამ წონით მე-5 ნომერია. იგი განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც მეტოქედ ქუვეითელ - შეჰაბ ალსალმანსა და მექსიკელ - ხავიერ როსას შორის გამარჯვებული ეყოლება.

-90 კგ

-90 კგ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება: ნიკა ხარაზიშვილი და ლაშა მღებრიშვილი. ნიკა ხარატიშვილი მსოფლიო ჩემპიონატს, მოქმედი ევროპის ჩემპიონის რანგში ხვდება. მან რამდენიმე თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. ნიკა რათქმა უნდა განთესილი იქნება და ასპარეზობას მეორე რაუნდიდან იწყებს, სადაც მეტოქედ სამხრეთ აფრიკელი - ტომას-ლასზლო ბრეიტენბახი ეყოლება. გამარჯვებით შემთხვევაში კი მისი სავარაუდო მეტოქე ფრანგი - ფრენსის დამიერი იქნება. ასევე აღსანიშნავია ის ამბავი, რომ ნიკა ხარატიშვილი ამ წონის პირველი ნომერია და მსოფლიო ჩემპიონატზეც სწორედ ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. რაც შეეხება ლაშა მღებრიშვილს, ლაშა ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს და მისი მეტოქე შვედი - აქსელ ოსკარსონი იქნება. შვედური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი ლაშა მღებრიშვილის მეტოქე უნგრელ - გერგელი ნეპრელს შეხვდება. წინასწარი შეხვედრები 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები