Belive

ძალოსნობა 2028 წლის ოლიმპიადის წინასწარ პროგრამაში არ შეიტანეს

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა სპორტის სახეობების სია, რომლებიც 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე იქნება წარმოდგენილი. წინასწარ სიაში არ არის სამი უძველესი სახეობა: ძალოსნობა, კრივი და პენტატლონი. როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ამ სამი სახეობის ოლიმპიადის პროგრამაში შეტანა კიდევ არაერთხელ იქნება განხილული. აქვე მოგახსენებთ, რომ 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადის სიაში სამი ახალი სახეობა მოხვდა – სკეიტბორდინგი, სპორტული ცოცვა და სერფინგი. ეს სახეობები ტოკიო 2020-ის პროგრამაშიც იყო შეტანილი.

წყარო: პირველი არხი

სხვა სტატიები