უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, 7-17 დეკემბერს ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით წარსდგება. გუნდის ლიდერი პლანეტის უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე იქნება, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთე ოქროს მედალს შეუტევს.
შეგახსენებთ, რომ ანტონ პლესნოი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანია, ასევე 2021 წლის ევროპის ჩემპიონი. რაც შეეხება ლაშა ტალახაძეს, ლაშა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია და ეს მან ზედიზედ მეორედ შეძლო. ასევე იგი 4-გზის მსოფლიოს ჩემპიონია (2015, 2017, 2018, 2019 წლებში) და მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მეხუთედ შეუტევს.
შემადგენლობა
-61 კგ: გოდერძი ბერდელიძე, შოთა მიშველიძე და რამინ შამილიშვილი
-73 კგ: კახი ასანიძე
89 კგ: რეზი დავითაძე
96 კგ: ანტონ პლესნოი და ირაკლი გობეჯიშვილი
-102 კგ: ირაკლი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე
109+ კგ: ლაშა ტალახაძე, გიორგი ჩხეიძე, ბაქარ თურმანიძე