Belive

დვალიშვილი ნურმაგომედოვზე: ,,მეგონა, ამ ,,არასწორს'' ჩემთვის გამარჯვების მოლოცვა უნდოდა...''

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელიც პიატრ იანთან ბრძოლის შემდეგაა გადაღებული.

ვიდეოში ჩანს, რომ მერაბს გამარჯვებას უმარ ნურმაგომედოვი ულოცავს:

ეს იყო პიოტრ იანთან ბრძოლის შემდეგ.

მეგონა, ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ჩემი ბრძოლაში გამოწვევა სურდა. ესეც მოხდა, მეორე დღეს UFC-მა ამ ბრძოლაზე კონტრაქტი გამომიგზავნა და ფაქტობრივად, ყველა მიჩალიჩებდა, რადგან 2 თვეში ისევ უნდა მებრძოლა ურეიტინგო ძლიერ მებრძოლთან მაშინ, როცა ვერც დასვენებას მოვასწრებდი და ვერც მომზადებას ახალი ბრძოლისთვის. მე ზედიზედ 9 გამარჯვება მქონდა მოპოვებული. რეიტინგშიც N1 ვიყავი. უმარს დიდი ამბიციები და სპორტული უპატივცემულობა ამოძრავებდა ჩემ მიმართ.

ქართველებო, რომ იცოდეთ ეს ბიჭი არასწორია და ჩემთან ბრძოლა არ დაუმსახურებია!

თუმცა, იმიტომ რომ ხაბიბის ბიძაშვილია, ამასაც თეთრი ფაფახი აქვს, დაუმარცხებელია, არაბი შეიხებისგან ფინანსური მხარდაჭერა აქვს, რომლებიც ასპონსორებენ UFC-ის. UFC-იც ხელს უწყობს და შეახვედრეს N2-ს რომ რეიტინგშიც კარგად ჩამჯდარიყო.

მოკლედ, UFC-ს აწყობს ამის გაჩემპიონება, რადგან ფინანსურად მომგებიანი იქნება ორგანიზაციისთვის. ამიტომ, მე მზად ვარ ვებრძოლო მას და მივიღო ეს გამოწვევა...

ამასაც ვასწავლი ჭკუას და პატივისცემას… - წერს დვალიშვილი სოციალურ ქსელში

შონ ო'მალისთან მოპოვებული სატიტულო გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთი ვერსიით, დვალიშვილის მომავალ მეტოქედ სწორედ უმარ ნურმაგომედოვი განიხილება.

სხვა სტატიები