Belive

ნინიაშვილი 1/8 ფინალში, ხოლო ნოზაძე 1/4 ფინალშია!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 21 თებერვალს სტარტი აიღო დიუსელდორფის გრანდ სლემმა, სადაც დღევანდელ დღეს საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი ასპარეზობს. -66 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილი 1/8 ფინალში გავიდა, რაც შეეხება -60 კგ-ს, იგი 1/4 ფინალში გავიდა. ბაგრატ ნინაიშვილმა გერმანელი - დენ მატუშჩოვიცი დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუსი - აბდულა აბდულჟალილოვი იქნება. რაც შეეხება თემურ ნოზაძეს, მან 1/8 ფინალში ბრიტანელი - ეშლი მაკენზი დაამარცხა და 1/4 ფინალში უძლიერეს იაპონელს - ნაოჰისა ტაკატოს დაუხვდება.

სხვა სტატიები