Belive

დიდი შანსია ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდეს

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-მა გამოაქვეყნა 3 ფეხბურთელის ვინაობა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება, სამეულიდან ერთი საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმომადგენელი ზურიკო დავითაშვილია, მას კონკურენციას უწევენ ბრედლი ბარკოლა და ლუკას შევალიე.

აღნიშნული ფეხბურთელების მიღწევები ოქტომბრის თვეში ასეთია:

ზურიკო დავითაშვილი 5 გოლი ლიგა 1-ის 3 მატჩში

ლუკას შევალიე ლიგა 1-ის 3 მატჩში მხოლოდ 1 გაშვებული გოლი

ბრედლი ბარკოლა 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ლიგა 1-ის 3 მატჩში

ხმის მიცემას ამ ლინკის მეშვეობით შეძლებთ: https://www.tropheesunfp.com/

სხვა სტატიები