Belive

დიდი სამეული შეიკრა - ლაშა შავდათუაშვილი, პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ...

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
8 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღე, ქართული ძიუდოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერება. მიზეზი კი ის არის, რომ 29 წლის ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც -73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ლაშა შავდათუაშვილი მეხუთე ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. აქამდე მსოფლიო ჩემპიონობა: ირაკლი ცირეკიძეს, ავთანდილ ჭრიკიშვილს, გურამ თუშიშვილსა და ლუხუმ ჩხვიმიანს აქვთ მოპოვებული. ლაშა შავდათუაშვილმა კი მედლების დიდი სამეული შეკრა და ქართული ძიუდოს ისტორიაში გახდა პირველი ქართველი ფალავანი, რომელსაც ოლიმპიური (2012 წელს); ევროპის (2013 წელს) და მსოფლიო (2021 წელს) ჩემპიონობა აქვს მოპოვებული.

სხვა სტატიები