Belive

დავით კაჭარავასთვის 2018 წელი დასრულდა

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
როგორც უკვე ვიცით, დავით კაჭარავამ რუსეთის ჩემპიონატში წინა შაბათ-კვირას ტრავმა მიიღო. მან მკერდის ტრავმა რუსეთის ჩემპიონატის ფინალში "კრასნი იართან" მიიღო. როგორც ცნობილი იყო, დავით კაჭარავა ბორჯღალოსნებს ნოემბრის ტესტებზე ვერ დაეხმარებოდა, ხოლო დღეს კი მისი კლუბის "ენისეის" ოფიციალურ გვერდზე დაიწერა, რომ ბორჯღალოსანთა 13 ნომრისთვის 2018 წელი დასრულდა. თავად დავით კაჭარავამ კი ასეთი კომენტარი გააკეთა: "ძალიან მეწყინა რომ გუნდს ვერ დავეხმარე ფინალში, თუმცა მოხარული ვარ, რომ ჩვენ რუსეთის ჩემპიონები გავხდით. ტრავმის განმავლობაში გუნდს არ დავტოვებ და ბიჭებთან ერთად ვიქნები. მე მჯერა, რომ მალე დაბრუნდები და როგორც გუნდთან ასევე ნაკრებთან ერთად ვითამაშებ. უახლოეს პერიოდში ოპერაციას გავიკეთებ და ვიმედოვნებ, რომ 2019 წლის გაზაფხულზე დავრუბნდები. ჩემი ტრავმა 3-4 გასტანს და ვიმედოვნებ, რომ გაზაფხულამდე დავბრუნდები."

სხვა სტატიები