Belive

დანიის მოქმედი ჩემპიონი გიორგი ქოჩორაშვილით ინტერესდება

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი, უდიდესი ალბათობით, 2024/25 წლების სეზონის შემდეგ გუნდს შეიცვლის.

რამდენიმე კვირაა, აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ 25 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება პორტუგალიური დიდი სამეულის წარმომადგენელს, ლისაბონის "სპორტინგს" სურს, ახლა კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას დანიის ოთხგზის ჩემპიონი აკვირდება.

კონკრეტულად, საუბარია "მიდტიულანდის" შესახებ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ახალი, მაგრამ ამავე დროს, ძალიან წარმატებული დანიური გუნდი გახლავთ. 26 წლის წინ დაარსებული "მიდტიულანდის" ამბიციურ პროექტში ქართველი ფეხბურთელის დამატება მოიაზრება, რასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და დანიელი ჟურნალისტის, თომას მოლდის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, ქოჩორაშვილი ამ ტრანსფერით ინტერესდება.

"მიდტიულანდმა" მოკლე პერიოდში ოთხჯერ ქვეყნის ჩემპიონის წოდება მოიპოვა, მათ შორის წინა სეზონში, ასევე, გუნდი დანიის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა და ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე თამაშიც შეძლო.

გიორგი ქოჩორაშვილს "ლევანტეს" შემადგენლობაში ამ სეზონში ლა ლიგა 2-ის 20 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული, საქართველოს ნაკრებში კი ერთა ლიგაზე 5 შეხვედრაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები