Belive

ჭიდაობა | კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზეც იჭიდავებს

3 კვირის წინ ქართული სპორტი
2 წთ

2-8 სექტემბერს ესპანეთის ქალაქი პონტევედრა ბერძნულ-რომაულ, თავისუფალ და ქალების ჭიდაობაში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ტურნირზე მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.

სხვა მოჭიდავეებთან ერთად ჩვენი გუნდის განაცხადშია 17 წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონი კონსტანტინე პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი ახალგაზრდებს შორის აჩიკო ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).

შემადგენლობები კი ასე გამოიყურება

საქართველოს ნაკრები თავისუფალ ჭიდაობაში:

57 კგ - ლუკა ღვინჯილია

61 კგ - თორნიკე ასაბაშვილი

65 კგ - ნიკოლოზ ბეშიძე

70 კგ - გოგა ოთინაშვილი

74 კგ - გიორგი რიგვავა

79 კგ - გიორგი გოგრიჭიანი

86 კგ - თორნიკე სამხარაძე

92 კგ - კონსტანტინე პეტრიაშვილი

97 კგ - რამინი გულიტაშვილი

125 კგ - ალექსანდრე აბრამიშვილი

საქართველოს ნაკრები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში:

55 კგ - გიორგი კოჩალიძე

60 კგ - თამაზ ღლონტი

63 კგ - ანრი ხოზრევანიძე

67 კგ - რატი ხოზრევანიძე

72 კგ - ნიკა ღლონტი

77 კგ - თორნიკე მიქელაძე

82 კგ - ანრი დავითაძე

87 კგ - აჩიკო ბოლქვაძე

97 კგ - ლუკა გაბისონია

130 კგ - საბა ჭილაშვილი

გასულ წელს 20-წლამდელების ჩემპიონატს იორდანიის დედაქალაქმა ამანმა უმასპინძლა - იქ საქართველოს ნაკრებმა ჯამში 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონი აჩიკო ბოლქვაძე გახდა (87 კგ. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ვერცხლის მედალს გორ აივაზიანი დაეუფლა (97 კგ. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ხოლო ბრინჯაოს მედლები გიორგი გოგრიჭიანის (74 კგ. თავისუფალი ჭიდაობა), გიორგი რომელაშვილის (92 კგ. თავისუფალი ჭიდაობა), ანრი ფუტკარაძის (72 კგ. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და დათა ჩხაიძის (82 კგ. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) ანგარიშზეა.

შემადგენლობები აღებულია Geowrestling-ის ფეისბუქ გვერდიდან

სხვა სტატიები