Belive

ჭიდაობა | ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე იასპარეზებს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები, ტურნირზე 12 იანვარს ჩაერთვებიან.

ცნობილია, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ზაგრების ტურნირზე იასპარეზებს:

60 კგ - ნუგზარ წურწუმია, ამირან შავაძე, ფრიდონ აბულაძე

63 კგ - ლერი აბულაძე

67 კგ - დიეგო ჩხიკვაძე, ჯონი ხეცურიანი

77 კგ - იური ლომაძე

82 კგ - თორნიკე ძამაშვილი

87 კგ - აჩიკო ბოლქვაძე

97 კგ - გიორგი ქაცანაშვილი

130 კგ - სულხან ბუიძე

მწვრთნელები: ბექა როყვა, სერგო ნინუა

ექიმ-რეაბილიტოლოგი: ლაშა ღონღაძე

შეგახსენებთ, ტურნირზე უკვე ასპარეზობს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები. პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა. აკაკი ქემერტელიძისა (ოქრო) და გიორგი ელბაქიძის (ვერცხლი) პარალელურად, ევსემ შველიძემ (86 კგ) ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.


სხვა სტატიები