Belive

ჩემპიონი ტიტულს იცავს | ბასილაშვილი დოჰას ტურნირის 1/4-ფინალშია

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი გამარჯვებით დაიწყო - მოქმედმა ჩემპიონმა თავისი პირველი შეხვედრა დღეს ელიას იმერთან (138) გამართა და 2 სეტში გაიმარჯვა. ქართველმა ჩოგბურთელმა შვედი მეტოქე 2 საათიან დაპირისპირებაში დაამარცხა. ბასილაშვილმა იმერის ჩაწოდებაზე გეიმის მოგება 4-ჯერ მოახერხა, საპასუხოდ კი მხოლოდ 2-ჯერ დაბრეიკდა. შეგახსენებთ, რომ დოჰას 250-იან ტურნირზე ნიკოლოზმა გასულ წელს საოცრად იასპარეზა. 29 წლის ქართველმა როჯერ ფედერერის, ტეილორ ფრიტცის, რობერტო ბაუტისტა-აგუტისა და დომინიკ ტიმის ბარიერი დაძლია, რითაც დამსახურებული ჩემპიონი გახდა. ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/4-ფინალში მისთვის ნაცნობ მეტოქეს - მარტონ ფუქსოვიჩს (36) დაუპირისპირდება. უნგრელი და ქართველი ჩოგბურთელები კარიერაში ერთმანეთს 8-ჯერ შეხვდნენ - 5 შემთხვევაში ფუქსოვიჩმა მოიგო, ხოლო 3-ჯერ - ნიკოლოზმა.

სხვა სტატიები