Belive

ბრივში ქართული ლეგიონი დაბრუნდა

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
20 სექტემბერს განახლდება საფრანგეთის სარაგბო რაგნით მეორე ჩემპიონატი PRO D2. მოგეხსენებათ, რომ PRO D2-ში მრავალი ქართველი ირიცხება.  PRO D2-ს "ვანსის" და "ბრივის" შეხვედრა გახსნის. ვანსის ძირითად შემადგენლობაში ვერცერთი ქართველი ვერ მოხვდა, ხოლო მარქაფიდან გუნდს ყოფილი "კლერმონელი" ნიკა ნეფარიძე დაეხმარება. რაც შეეხება სტუმართა გუნდს, "ბრივის" შემადგენლობაში ძირითადიდან დაიწყებენ: სოსო ბეკოშვილი, ოთია გიორგაძე და ვასკა ლობჟანიძე. სოსო ბეკოშვილი ჩვეულ მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე (3 ნომერზე) ითამაშებს, ოთია გიორგაძესთვის უჩვეულოა 8 ნომრად თამაში, თუმცა გვახსოვს ივნისის ტესტებზე, რომ იგი ბორჯღალოსნების შემადგენლობაში 8 ნომრად თამაშობდა. რაც შეეხება ვასკა ლობჟანიძეს, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეროვნული ნაკრების ცხრიანი ვერ ხვდებოდა ფრანგული კლუბის განაცხადში. მისი გამოჩენა კი ძალიან სასიხარულოა. იგი ჩვეულ 9 ნომრის პოზიციაზე ითამაშებს. "ვანსი" - "ბრივის"  შეხვედრა, ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები