ბრიტანული მედია: "უოტფორდმა გიორგი ჩაკვეტაძის გამოსყიდვა გადაწყვიტა"
ბრიტანელი საფეხბურთო ჟურნალისტის რაიან ტეილორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "უოტფორდი" "გენტიდან" გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტის გამოსყიდვას აპირებს.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი "უოტფორდში" 2023 წლის 2 აგვისტოს შემდეგ იჯარის წესით თამაშობს. საიჯარო ხელშეკრულება მხარეებს შორის 2024 წლის 30 ივნისს იწურება, ახლა კი როგორც ირკვევა, ინგლისელებმა ქართველის სრულფასოვნად დამატება გადაწყვიტეს.
Watford are set to trigger their buy-option for loanee Giorgi Chakvetadze from Gent. 🇬🇪
— WD18 (@WD18Fans) February 1, 2024
[@RyanTaylorSport] #WatfordFC pic.twitter.com/UZDtMvSkTT
24 წლის ფეხბურთელს "გენტთან" კონტრაქტი 2025 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს. გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში "უოტფორდის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 25 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.