Belive

"ბრძოლა პრემიერ ლიგის და ჩემპიონშიფის გუნდებს შორის" - გიორგი ჩაკვეტაძეს მსურველები ემატება

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის დამატებისთვის ბრძოლას ინგლისის პრემიერ ლიგის და ჩემპიონშიფის წარმომადგენელი გუნდები აგრძელებენ.

ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დიდია და მართალია ის უოტფორდთან ერთად სეზონის წინ მოსამზადებელ პერიოდს გადის, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა და 25 წლის ნახევარმცველის მიერ გუნდის შეცვლა აქტუალური საკითხია.

ბრიტანული მედია ქართველ ფეხბურთელს ინგლისის პრემიერ ლიგისა და ჩემპიონშიფის წარმომადგენელ გუნდებს უკავშირებს, მათ რიგებს კი ახლა ბარნლი, ბირმინგები და სანდერლენდი მიემატნენ.

"SportsBoom-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, უოტფორდის ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის დამატება ბარნლის პრემიერ ლიგაში დაბრუნების წინ სურს.

ბარნლის 25 წლის ფეხბურთელის ძვირფასი ხელმოწერის მოსაპოვებლად ჩემპიონშიფის გუნდ ბირმინგემთან და პრემიერ ლიგაში დაბრუნებულ სანდერლენდთან ბრძოლა მოუწევს.

საქართველოს ნაკრების წევრმა თავისი ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში 39 მატჩი ჩაატარა, ინგლისის რანგით მეორე ლიგაში შესანიშნავი თამაშით კი ბევრი თაყვანისმცემელი დაიმატა.

ჩაკვეტაძემ შთამბეჭდავი თამაში აჩვენა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში, გასული წლის განმავლობაში უოტფორდში ჩატარებული ბრწყინვალე მატჩებით კი მისი რეიტინგი ამაღლდა.

მას ასევე აქვს საკულტო იმიჯი, რაც ხშირად, მატჩის დროს ჩამოწეული წინდებით თამაშში გამოიხატება, ეს კი თანამედროვე ფეხბრუთში უკვე უჩვეულოა.

ჩვენი წყაროების ცნობით, ჩაკვეტაძე სიამოვნებით მიიღებს პრემიერ ლიგაში გადასვლის შეთავაზებას, მაგრამ ის მზადაა მოისმინოს ყველა წინადადება, მათ შორის ჩემპიონშიფის სხვა გუნდებისგანაც.

ჩაკვეტაძეს უოტფორდში გატარებული დრო მოსწონს, მაგრამ თუ პრემიერ ლიგა იხმობს, გასაგებია, რომ უარის თქმა გაჭირდება", - წერს sportsboom.

ქართველ ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებენ ისეთ გუნდებს, როგორიც ლესტერი და ევერტონია.

სხვა სტატიები