Belive

ბორჯღალოსნების კიდევ ერთი დანაკლისი

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
გუშინ, 29 სექტემბერს, რუსეთის ჩემპიონატის ფინალში, რომელშიც ერთმანეთს ლაშა მალაღურაძის, შალვა მამუკაშვილისა და გიორგი ფრუიძის "კრასნი იარი" და დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის "ენისეი" დაუპირისპირდნენ, ერთ-ერთი ბორჯღალოსანი დაშავდა. მატჩი "ენისეის" გამარჯვებით 16:25 დასრულდა. ამ მატჩში, ბორჯღალოსნების ერთ-ერთი ლიდერი, დავით კაჭარავა დაშავდა. მან დარტყმა მკერდის არეში მიიღო და ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენი ხნით გამოაკლდება გუნდსა და ეროვნულ ნაკრებს. Live.ge ცდილობს დააზუსტოს დავით კაჭარავას ტრავმის სიმძიმე და დაეხმარება თუ არა დათო ეროვნულ ნაკრების ნოემბრის ტესტ-მატჩებზე.

სხვა სტატიები