Belive

ბორჯღალოსნების ახალი მწვრთნელი ცნობილია

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ქართველ მორაგბეებს (ბორჯღალოსნებს) შერკინების ახალი მწვრთნელი ჰყავთ. ჩვენი ახალი მწვრთნელი ინგლისელი სპეციალისტი გრეემ როუნთრია. ინგლისელი სპეციალისტი 2007-2015 წლებში ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი იყო, იგი 2019 წლის მსოფლიო თასის ბოლომდე მილთონ ჰეიგის ასისტენტი იქნება და ბორჯღალოსნების შერკინებას გაწვრთნის. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ, ინგლისელ სპეციალისტზე და ქართულ რაგბზე ისაუბრა: „ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხში ბოლო დროს გარკვეული რეგრესი შეინიშნებოდა, რასაც ზაფხულში ავსტრალიელ მწვრთნელებთან განშორება მოყვა და ნაკრები შერკინების მწვრთნელის გარეშე დარჩა. ახლა ამ პოზიციას როუნთრი დაიკავებს, რომელსაც ქართული რაგბის მიმართ დიდი პატივისცემა და სიყვარული გააჩნია. გრეემმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და ამბობს, რომ მისთვის საინტერესოა ჩვენი შერკინების თამაში, რის გამოც მზადაა ეს გამოწვევა მიიღოს. მასთან კონტრაქტი 2019 წლის დასრულებამდე გაფორმდა“. 2016 წლიდან 2018 წლამდე გრემი ინგლისის პრემიერშიფის ‘ჰარლექუინზში’ მუშაობდა, დღეიდან კი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბის წევრია.  
 

სხვა სტატიები