Belive

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ალბანეთში 11 სპორტსმენით ვიასპარეზებთ

10 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

25 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, ალბანეთის დედაქალაქი ტირანა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის სარეიტინგო ტურნირს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 11 სპორტსმენით წარდგება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 55 კგ წონით კატეგორიაში, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, 18 წლის - ვახტანგ ლოლუა, 60 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს და დიდხნიანი პაუზის შემდეგ ხალიჩას დაუბრუნდება.

შემადგენლობა

  • 60 კგ - ვახტანგ ლოლუა, დიმიტრი ხაჩიძე

  • 63 კგ - ფრიდონ აბულაძე

  • 67 კგ - ჯონი ხეცურიანი, დიეგო ჩხიკვაძე

  • 72 კგ - იური ლომაძე

  • 77 კგ - რამაზ ზოიძე

  • 82 კგ - გელა ბოლქვაძე

  • 87 კგ - ლაშა გობაძე

  • 97 კგ - გიორგი მელია

  • 130 კგ - სულხან ბუიძე.