Belive

ბექა ღვინიაშვილმა გაიმარჯვა და მესამე ეტაპზე გავიდა!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 14 ივლისს, სტარტი აიღო ბუდაპეშტის გრან პრიმ, სადაც -90, -100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიები ასპარეზობენ. მთავარი ძალა საქართველოს ნაკრებს -90 კგ-ში ჰყავს, სადაც ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი გამოდიან. -100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს გიორგი ბერიაშვილი, ხოლო +100 კგ-ში კი ონისე ბუღაძე და გელა ზაალიშვილი. ბექა ღვინიაშვილის მეტოქე მეორე რაუნდში იტალიელი – მატეო მარკონინი იყო, რომელიც ქართველმა დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე უკრაინელ - ვადიმ სინიავსკისა და ესტონელ - კრისტოფერ კლენ კალიულაიდს შორის გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები