Belive

ბასილაშვილი Vs. ციციპასი | პრევიუ

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
საჩოგბურთო სამყაროში 2021 წლის ბოლოს წინა მასტერსის ტიპის (1000-ქულიანი) ტურნირი, ინდიან უელსი, იმართება. ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც. ნიკა ტურნირზე 29-ე ნომრადაა განთესილი, რის გამოც ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ჩოგბურთელი, კრისტოპერ იუბანკსი გახლდათ. იუბანკსის ბარიერი ბასილაშვილმა წარმატებით და რაც მთავარია, დამაჯერებლად დაძლია. ინდიან უელსის მესამე წრეში ქართველი ჩოგბურთელის ოპონენტი მსოფლიო რეიტინგის 48-ე ნომერი, ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი გახლდათ, რომელსაც დრამატულ, 3-სეტიან, ორთაბრძოლაში ნიკოლოზმა ანგარიშით – 4:6; 7:6(2); 6:2, მოიგო. რაც შეეხება 1/8-ფინალურ ეტაპს, ქართველ ჩოგბურთელს ოპონირებას მსოფლიო რეიტინგის 29-ე ნომერი, რუსი ჩოგბურთელი, კარენ ხაჩანოვი უწევდა. ექსპერტების შეფასებით შეხვედრის ერთმნიშვნელოვან ფავორიტად ხაჩანოვი სახელდებოდა, თუმცა ნიკამ ჩვენთვის პრინციპული, რუსი მეტოქე, 2-სეტში, ანგარიშით 6:4; 7:6(6) დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მას მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი, სტეფანოს ციციპასი შეხვდება. სტეფანოს ციციპასის ინდიან უელსზე ასპარეზობასთან დაკავშირებით, ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ ბერძენი თავისი საუკეთესო ჩოგბურთისგან შორსაა. სტეფანოსმა ბოლო ორ მეტოქესთან (ფონინი; დე მინო) 3-სეტიან, დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა. დღევანდელ შეხვედრაში ექსპერტებმა ციციპასს მნიშვნელოვანი უპირატესობა მიანიჭეს, რაც არგასაკვირია. აქამდე ბასილაშვილი და ციციპასი ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ ბერძენმა იმარვა - პირველად 2019 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე (3:1), მეორედ კი, ასევე 2019 წელს, ბეიჯინგში (2:1). შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა 2021 წელს ATP-ის ორი 250-ქულიანი ტურნირის მოგება შეძლო (დოჰა, მიუნხენი), მასტერსის ტიპის ტურნირის 1/4-ფინალურ ეტაპზე თამაში კი მისი სარეკორდო მაჩვენებელია.

სხვა სტატიები