საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე კვირაში შტუტგარტის ტურნირზე ჩაერთვება, სადაც ბალახის საფარია.
გერმანიაში მიმდინარე ტურნირს ერთგვარად უიმბლდონის "მოსამზადებელ" შეჯიბრსაც ეძახიან.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირზე მე-4 ნომრადაა განთესილი, რის გამოც ის ასპარეზს მეორე რაუნდიდან დაიწყებს.
ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მარტონ ფუქსოვიჩი იქნება, რომელიც 2019 წელს ბასილაშვილს მეოთხეჯერ დაუპისირპირდება, განვლილი 3 შეხვედრიდან 2 ფუქსოვიჩის გამარჯვებით დასრულდა, უკანასკნელ შეხვედრაში კი ქართველმა ჩოგბურთელმა გაიმარჯვა.
Live.ge წარმატებებს უსურვებს ნიკოლოზს!