Belive

ბასილაშვილი ჰამბურგში მოპოვებული 500 ქულის დაცვას წარმატებით იწყებს!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
22 ივლისს სტარტი აიღო ჰამბურგის 500-ქულიანმა ტურნირმა, სადაც საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-16 ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობს. ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ბოლივიელი უგო დელიენი გახლდათ. ექსპერტებმა ეს შეხვედრა მოულოდნელად შეაფასეს, მათ ნიკოლოზს მხოლოდ მცირედი უპირატესობა მიანიჭეს. პირველ სეტში ბასილაშვილი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ქართველის მიერ მოპოვებული ბრეიკისთანავე მეტოქემ წონასწორობა უმალვე აღადგინა, საბოლოოდ სეტის მიწურულს ნიკამ კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტს დასაწყისი ფაქტობრივად პირველის მსგავსი ჰქონდა, პირველი ბრეიკი ისევ ნიკამ შეასრულა, რის შემდეგაც დელიენმა წონასწორობა მყისიერად აღადგინა, თუმცა საბოლოოდ ბასილაშვილმა მეტოქე მომდევნო გეიმებში კიდევ ორჯერ დააბრეიკა და მომდევნო ეტაპის საგზურიც გაინაღდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:4, 6:3 - ბასილაშვილის სასარგებლოდ. შეგახსენებთ, 2018 წელს ჰამბურგის 500-ქულიანი ტურნირის გამარჯვებული სწორედ ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა, შესაბამისად ეს ტურნირი მისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, ვინაიდან მას 500 ქულა აქვს დასაცავი. მომდევნო ეტაპზე ნიკას მეტოქე დავიდოვიჩ ფოკინასა და ხუან იგნასიო ლონდეროს შეხვედრის გამარჯვებული იქნება. Live.ge წარმატებებს უსურვებს ნიკოლოზ ბასილაშვილს!  

სხვა სტატიები