Belive

ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიაში, ქალაქ ჰალეს ბალახისსაფარიან ტურნირზე ასპარეზობდა, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპის 2 რაუნდის დაძლევის შემდეგ ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ნიკამ ჰალეს ტურნირის ნახევარფინალამდე გასვლა შეძლო, სადაც ურთულესი რუსი მეტოქე, ანდრეი რუბლევი დახვდა, რომლის წინააღმდეგაც 3-სეტიან დაპირისპირებაში დამარცხდა. პირველი წაგებული სეტის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 30-ე პოზიციაზეა, მაქსიმალური მობილიზებით მეორე სეტი საკუთარ აქტივში ჩაიწერა. შეხვედრის გადამწყვეტი სეტის საწყის ნაწილში ნიკა კარგად გამოიყურებოდა, თუმცა დასკვნით მომენტში რუსი ოპონენტი უკეთესი აღმოჩნდა და საბოლოოდ საფინალო საგზურიც მოიპოვა. შეხვედრის ანგარიში ასეთია - 6:1, 3:6, 6:3.  

სხვა სტატიები