Belive

ბასილაშვილი დიდი სლემის ტურნირის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის ყოფილ ლიდერს შეხვდება

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, 2022 წელს რიგით მესამე ასპარეზზე გამოვა, რომელიც დიდი სლემის ტურნირია - ავსტრალიის ღია პირველობა.  პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე 21-ე ნომრად არის განთესილი.  რაც შეეხება ნიკას პირველი რაუნდის მეტოქეს, სიდნეის ტურნირის მსგავსად, ბასილაშვილს ოპონირებას მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერი, ბრიტანელი ენდი მარი გაუწევს, რომელიც ამჟამად 135-ე ნომერია.

რატომ არის დაპირისპირება პრინციპული და რატომ "შურისძიება"


მაშინ, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართლებრივ დავაში აქტიურად იყო ჩართული ყოფილი მეუღლის საქმესთან დაკავშირებით და ფაქტობრივად 2-ფრონტზე ერთად იბრძოდა, ენდი მარიმ მის მიმართ ამორალური განცხადებები გააჟღერა. საქმე იმაშია, რომ ბრიტანელი ჩოგბურთელი უიმბლდონის 2021 წლის გათამაშებაში ბასილაშვილის პირველი რაუნდის ოპონენტი იყო და გამომდინარე მისი არასახარბიელო ფიზიკური კონდიციებიდან, ბასილაშვილის დამარცხებას თამაშამდე, როგორც ზემოთ გითხარით ამორალური განცხადებებით ცდილობდა. ენდი მარი ბასილაშვილს უპირველეს ყოვლისა სამართლებრივი დავების მოგვარებისკენ მოუწოდებდა და ამბობდა, რომ მის მდგომარეობაში მყოფი ჩოგბურთელები საერთაშორისო ტურნირებზე არ უნდა ასპარეზობდნენ. ხსენებული შეხვედრა ბევრი გარემოებიდან გამომდინარე ბასილაშვილმა დათმო, თუმცა მესამე სეტში 2021 წლის ან საერთოდაც ბოლო მრავალი წლის საუკეთესო "ქამბექით" მოუგო - ბრიტანელი 5:0-ს იგებდა და თავად აწვდიდა, ნიკამ სეტი - 5:7 მოიგო.

ამასთან ერთად სულ ახლახანს ბასილაშვილსა და მარის შორის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სიდნეის ტურნირზე, მორიგი დაპირისპირება გაიმართა, სადაც ქართველ ჩოგბურთელს ცოტაოდენი დააკლდა ბრიტანელის დამარცხებამდე. ამრიგად, ეს არის მორიგი შანსი შურისძიებისათვის და ამავდროულად, მორიგი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ურთულეს მეტოქესთან. ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის თამაშები 17 იანვრიდან აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები